ჩვენს შესახებ

რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.

-შოთა რუსთაველი

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ  ჩვეულებრივი რიგითი საქართელოს მოქალაქეები, რომლებიც დავიღალეთ იმით, თუ რაც ხდება დღეს საქართველოში...  დავიღალეთ იმით რომ არავინ არ გამოჩნდა ხელისუფლებაში ისეთი ძალა რომელიც ხალხზე იზრუნებდა...  ყველა ბიზნესმენი თავისი ბიზნესის გაფართოებაზე ფიქრობს და ეს ლოგიკურიცაა, დავიღალეთ იმის მოლოდინით რომ ხვალე რაღაც შეიცვლება... არა და არ დადგა ეს ხვალე... ყველა ცდილობს თავისი ჯიბისთვის იზრუნოს და ამისთვის ჩვენ, უბრალო მოქალაქეებს გვიყენებს... იყენებს ჩვენს ნდობას, ჩვენს გულისხმიერებას და ჩვენ რესურსებს ... 
ჩვენ გადავწყვიტეთ ვიმოქმედოთ!!!
ჩვენც დავიწყეთ ისეთი ბიზნესი, რომლის მოგებაც ერთი კაცის ჯიბეში კი არ ჩავა არამედ ხალხშიც განაწილდება.

  • ჩვენ ვართ თქვენ!!!
  • ძალა ბევრობაშია!!!

  • ყველა მსურველი საქართველოს მოქალაქე გახდება სააქციო საზოგადოების აქციონერი...
  • აქციები ეტაპობრივად გადაეცემა ყველა მსურველს სრულიად უფასოდ...
  • სს-ის მოგება განაწილდება ყველა აქციონერზე თანაბრად.
  • სააქციო საზოგადოება დააფინანსებს ყველა წამოწყებას და ყველა ახალ ბიზნესს გარკვეული პირობების თანახმად
  • გამოიცემა განსაზღვრული რაოდენობა აქციებისა, რომელიც ეტაპობრივად განაწილდება საქართველოს მოქალაქეებზე
  1. ყველა აქციონერი მიუხედავად იმისა დახარჯავს თუ არა ფულს ჩვენს პარტნიორ კომპანიებში, მაინც მიიღებს აქციით გათვალისწინებულ პროცენტს(დივიდენდს)
  2. გაჩნდება ინტერესი იმისა, რომ მაქსიმალურად მეტი დახარჯოს ჩვენს პარტნიორ კომპანიებში, რომ მეტი მოგება დაფიქსირდეს სააქციო საზოგადოებაში
  3. გაჩნდება ინტერესი იმის რომ ერთმა ოჯახმა მაქსიმალურად მეტი აქცია მიიღოს, რაც შობადობას გაზრდის
  4. საქართველოს ყველა რესურსი, ყველა მოგება ბიზნესიდან, სოფლის მეურნეობიდან და ტურიზმიდან, განაწილდება საქართველოს მოქალაქეებზე, ყველაზე და თანაბრად
  5. გაჩნდება ინტერესი იმის, რომ ჩვენმა ძმებმა აფხაზეთიდან და ოსეთიდან მოინდომონ ისევ საქართველოს მოქალაქეები გახდნენ.